კანონმდებლობაში შესული ბოლო ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს:
ა) პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
ბ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2276 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა გაიმართოს საარბიტრაჟო განხილვა; მე-16, 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.
2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება მოიცავს საარბიტრაჟო წარმოების იმ წესებს, რომლებზედაც მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითებენ. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე მოიცავს შეთანხმებას ამავე საარბიტრაჟო დაწესებულების წესებზე.
21. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
3. თუ ამ კანონის რომელიმე დებულება შეეხება საარბიტრაჟო სარჩელს, აღნიშნული დებულება გამოიყენება საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართაც, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4046 - სსმ I, № 7 6, 27 . 12 .2010წ., მუხ. 4 92
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების მხარეთა თანასწორობა
საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.
მუხლი 4. გადაწყვეტილების მიღების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის
მხარეებს უფლება აქვთ, მათთვის ამ კანონით მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლება გადასცენ მესამე პირს.
მუხლი 5. უფლებამონაცვლეობა საარბიტრაჟო წარმოებისას
1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 6. არბიტრაჟის დამოუკიდებლობა და სასამართლოს ჩარევის შემთხვევები
1. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.
1. ამ კანონით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
თავი II. საარბიტრაჟო შეთანხმება
მუხლი 8. საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა
1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.
3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.
5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.
8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით, ისეთი დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.
9. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი № 404 6 - სსმ I, № 7 6, 27 . 12 .2010წ., მუხ. 4 92
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში
1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
2. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
თავი III. არბიტრაჟის შემადგენლობა
1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.
2. არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.
1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.
2. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.
3. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობისას ან შეთანხმებული პროცედურის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში:
ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;
ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. არბიტრის დანიშვნისას სასამართლომ ან სხვა დაწესებულებამ, რომელიც ნიშნავს არბიტრს, უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.
7. დაუშვებელია, პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის:
ა) შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ბ) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოსამსახურე;
გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა;
დ) ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4351 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №128 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4958 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 12. არბიტრის აცილების საფუძვლები
1. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.
2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავის მიერ დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ან უკვე დანიშნული არბიტრი ვალდებულია მისი დანიშვნიდან საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
მუხლი 13. არბიტრის აცილების პროცედურა
1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.
2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას არბიტრის აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდან 30 დღეში.
21. თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც არბიტრის აცილებას აცხადებს, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
4. სასამართლოს ამ მუხლის 2 1 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 14. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.
2. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან აცილების ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას.
მუხლი 15. ახალი არბიტრის დანიშვნა
არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.
თავი IV. არბიტრაჟის უფლებამოსილება
მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია
1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. არბიტრაჟი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. თუ არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაადგენს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, არბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
6. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრაჟი საკუთარი კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება
1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალოს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 18. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები
1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
2. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
3. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია ამ მხარის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დააკისროს.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 19. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება
არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
მუხლი 20. ინფორმაციის განცხადების ვალდებულება
არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
მუხლი 21. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. თუ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვას არ საჭიროებს, არბიტრაჟი უფლებამოსილია დაადგინოს მათი აღსრულების განსხვავებული წესი.
2. მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას.
3. სასამართლო უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი ეფუძნება ამ კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს;
ა.ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე არ იქნა შესრულებული;
ა.გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა არბიტრაჟმა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ტარდება საარბიტრაჟო განხილვა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ:
ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის;
ბ.ბ) ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები გამოიყენება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.
3. სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის წესის განსაზღვრა
1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის.
2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 26. საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყება
საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თუ ამ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მხარეებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესებით.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 28. წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვაში
მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 29. საარბიტრაჟო წარმოების ენა
1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა (ენები). მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას (ენებს) ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებას და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.
2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 30. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი
1. მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში საარბიტრაჟო მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელშიც მიუთითებს მხარეთა სახელებსა (სახელწოდებებსა) და მისამართებს (ადგილსამყოფლებს), მოთხოვნას, იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.
2. საარბიტრაჟო მოპასუხე წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.
4. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება.
5. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი საბუთი, რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.
7. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესა და არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე ჯერ არ არის არჩეული – ყველა არბიტრს.
8. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
მუხლი 32. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
2. მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.
3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
4. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
მუხლი 33. მხარეთა გამოუცხადებლობა
თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 34. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:
ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;
ბ) მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.
3. ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.
მუხლი 35. მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
1. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:
ა) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;
ბ) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;
გ) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.
3. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
თავი VI. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა და საქმის განხილვის შეწყვეტა
მუხლი 36. სამართლის ნორმათა გამოყენება საარბიტრაჟო განხილვისას
1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც დავის არსებით ნაწილზე ვრცელდება.
2. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები.
3. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
4. არბიტრაჟი გადაწყვეტილების გამოტანისას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებს და იმ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 37. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.
1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი წყვეტს განხილვას. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.
2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი წერილობით უნდა იქნეს გამოტანილი. მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის მოტივები, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები სამოტივაციო ნაწილის არარსებობაზე შეთანხმდნენ ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად არის გამოტანილი.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 40. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:
ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.
4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
თავი VII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
1. ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ერთადერთი საპროცესო საშუალებაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების შესაბამისად.
2. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;
ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება;
ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.
3. მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის ვადა აითვლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.
4. სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, დაუშვებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რომელიც სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უარყო. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.
მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება
სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
თავი VIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
3. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა
1. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;
ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს;
ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;
ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. დაუშვებელია საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა იმავე საფუძვლით, რომლითაც მხარე ითხოვდა აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, ან იმ შემთხვევაში, თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში წარდგენილია საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ან შეტანილია შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით, უფლება აქვს, არაუმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.
თავი IX. გარდამავალი დებულებები
მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.
1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
2. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.
მუხლი 47. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონი.
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 19 ივნისი.
№1280–Iს
მიღების ადგილი: თბილისი
დამტკიცებულია: დამფუძნებელის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით
პ რ ე ა მ ბ უ ლ ა
- წინამდებარე დებულების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შპს „არბიტრაჟის სახლის“ (ს/კ 411322359 ) მიერ საარბიტრაჟო წარმოების წესების განსაზღვრა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით იმ უფლებამოსილების გათვალისწინებით რასაც არბიტრაჟის შესახებ კანონი ანიჭებს და ავალდებულებს არბიტრაჟს.
- საარბიტრაჟო წარმოების წესები წარმოადგენს იმ მხარეებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს, რომლებმაც დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართეს არბიტრაჟს.
თავი 1. ტერმინთა განმარტება. 3
თავი 2. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი წესები. 3
თავი 3. შპს „არბიტრაჟის სახლის“ სტრუქტურა. 4
თავი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა. 5
თავი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება (უწყება/გზავნილი) და მხარეებთან კომუნიკაცია. 7
თავი 8. საარბიტრაჟო ხარჯები. 9
თავი 9. საარბიტრაჟო სარჩელი, წარდგენა და რეგისტრაცია. 10
თავი 10. საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადება. 12
თავი 11. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარი. 13
თავი 12. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი. 14
თავი 13. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა. 14
თავი 14. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 17
თავი 16. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება. 18
თავი 18. საქმის განხილვის შეჩერება და გადადება. 20
თავი 20. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. 21
თავი 22. უფლებამონაცვლეობა. 24
თავი 24. არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა. 26
თავი 25. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი. 26
დანართი N1 - საარბიტრაჟო მოსაკრებლის განსაზღვრის წესი. 26
დანართი N2 - არბიტრის ჰონორარის განსაზღვრის წესი. 28
თავი 1. ტერმინთა განმარტება
შპს „არბიტრაჟის სახლი“ – არბიტრაჟი/არბიტრაჟის შესახებ კანონით განსაზღვრული დავების განმხილველი დაწესებულება.
არბიტრაჟი – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი არბიტრთა ერთობლიობა, რომელიც განიხილავს დავას;
არბიტრი – დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დებულების შესაბამისად დანიშნული პირი;
მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და სარბიტრაჟო მოპასუხე;
თავმჯდომარე – შპს „არბიტრაჟის სახლის“ თავმჯდომარე (დირექტორი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან სპეციალურად დანიშული პირი);
საარბიტრაჟო შეთანხმება – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმება;
საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის არსებული დავის განხილვა;
არბიტრაჟის გადაწყვეტილება – საარბიტრაჟო განხილვის დროს არბიტრაჟის მიერ დავის გადაწყვეტის მიზნით მიღებული საბოლოო არსებითი გადაწყვეტილება.
არბიტრაჟის დადგენილება – საარბიტრაჟო საპროცესო პოროცედურების ჩატარებისას მიღებული გადაწყვეტილება, სარჩელის წარმოებაში მიღების, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სხვა მსგავს საკითხებზე, გარდა არსებითი გადაწყვეტილებისა.
კანცელარია – შპს „არბიტრაჟის სახლის“ სტრუქტურული ერთეული ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე და დოკუმენტბრუნვაზე.
შპს „არბიტრაჟის სახლის“ ვებგვერდი - https://houseofarbitration.ge/
თავი 2. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი წესები
- შპს არბიტრაჟის სახლი არის ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებს და, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის სხვა პირებთან, შორის წამოჭრილი კერძო სამართლებრივი ურთერთობიდან გამომდინარედავების განმხილველი დაწესებულება, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს იმ ქონებრივ დავებს, რომელთა მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით.
- შპს არბიტრაჟის სახლი დავებს განიხილავს მოქმედი კანონმდებლობის და დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქციის დებულებით დადგენილი წესებით, თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება დებულების რომელიმე პუნქტს, მაშინ მოქმედებს საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი შესაბამისი ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საარბიტრაჟო შეთანხმება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
- არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით, მათ შორის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.
- სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის არარსებობის პირობებში არბიტრაჟი იყენებს კანონის ანალოგიას (კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას), ხოლო კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟი იყენებს სამართლის ანალოგიას (საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს).
- საარბიტრაჟო წარმოება იწყება დებულებაში და კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გზით.
- მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს- სრულად ან ნაწილობრივ ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
- საარბიტრაჟო დავის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
- მხარეებს უფლება აქვთ, მათთვის კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდონ/გადასცენ მესამე პირებს.
- საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
- არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კანონს, ხოლო საარბიტრაჟო წარმოებას ახორციელებს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაიმე ზემოქმედება არბიტრზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, დაუშვებელია.
- საარბიტრაჟო განხილვისას არბიტრაჟი გამოიყენებს მხარეთა შეთანხმებაში მითითებულ სამართალს, ხოლო თუ ამის შესახებ მხარეთა შეთანხმება არ არის – საქართველოს სამართალს.
- საარბიტრაჟო განხილვის ენაა ქართული ენა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი.
- საარბიტრაჟო განხილვის ადგილია არბიტრაჟის იურიდიული მისამართი. არბიტრაჟის დადგენილებით და/ან მხარეთა შეთანხმებით საარბიტრაჟო განხილვის ადგილად შესაძლებელია დადგინდეს შემდეგი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.
- სასამართლოში საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა არ იწვევს საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
თავი 3. შპს „არბიტრაჟის სახლის“ სტრუქტურა
- შპს „არბიტრაჟის სახლს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს შეიძლება იყოს შპს „არბიტრაჟის სახლის“ დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
- მუდმივმოქმედ არბიტრაჟს აქვს კანცელარია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე თანამშრომლისაგან შემდგარი სტრუქტურული ერთეული, ისე ერთი თანამშრომლით წარმოდგენილი. კანცელარია პასუხისმგებელია, შემოსული ნებისმიერი კორესპონდენციის (მათ შორის სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებელის რეგისტრაციაზე,) კორესპონდენციის მხარეებს შორის ბრუნვის უზრუნველყოფაზე.
- შპს „არბიტრაჟის სახლის“ არბიტრთა რეესტრში რეგისტრირებულნი არიან არბიტრად დასანიშნი კანდიდატები. მხარეთა შეთანხმებით ან თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რეესტრიდან წევრის არბიტრად დანიშვნაკონკრეტული საქმის განხილვის მიზნით ხდება.
- თითოეულ შემოსულ საქმეს წარმოების განმავლობაში ჰყავს მდივანი, რომელიც ამავე დროს შეიძლება იყოს კანცელარიის თანამშრომელი. მდივანი უზრუნველყოფს საქმის მომზადებას საარბიტრაჟო სხდომისათვის, საარბიტრაჟო განხილვის და სხვა საპროცესო მოქმედებების შესახებ ოქმის შედგენას და საარბიტრაჟო საქმის დოკუმენტების შენახვას.
თავი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა
- არბიტრაჟი შედგება ერთი წევრისაგან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- მხარეთა შეთანხმებით, ან შპს „არბიტრაჟის სახლის“ თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟის სამწევრიანი შემადგენლობის განსაზღვრა, საიდანაც თითო-თითო წევრს ნიშნავენ მხარეები, ხოლო ერთს შპს „არბიტრაჟის სახლის“ თავმჯდომარე.
- არბიტრები ინიშნებიან შპს „არბიტრაჟის სახლის“ არბიტრთა რეესტრში მოცემული კანდიდატებიდან, რომელსაც ამტკიცებს თავმჯდომარე.
- არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეთა შეთანხმების არარსებობის ან დანიშვნაზე უარის გაცხადების შემთხვევაში არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს თავმჯდომარე.
- არბიტრაჟის სამწევრიან შემადგენლობის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში, მოსარჩელე არბიტრის კანდიდატურას წარადგენს საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად, ხოლო მოპასუხე _ შესაგებელთან ერთად. თუ მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად არ დაასახელებს არბიტრად სასურველ კანდიდატს, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა არბიტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობაზე. თუ მოპასუხე დებულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს, ან შესაგებელის წარდგენასთან ერთად არ დაასახელებს არბიტრად სასურველ კანდიდატს, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა არბიტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობაზე.
- სამ არბიტრიანი არბიტრაჟის ფორმირებისას ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი.
- თავმჯდომარეს უფლება აქვს უფლებამოსილება შეუწყვიტოს დანიშნულ არბიტრს, თუ:
- არბიტრმა წერილობით განაცხადა, რომ არ სურს თავისი ფუნქციების შესრულება;
- არბიტრმა განაცხადა თვითაცილება, ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება;
- არბიტრმა დაარღვია ხელშეკრულება, ან კანონიერად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს, ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს.
- სხვა ობიექტური გარემოების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვას და გადაწყვეტას, ან მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას.
- მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.
- მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეიძლება, შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ
შემთხვევაში შეთანხმების მიუღწევლობისას, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამისილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.
- არბიტრაჟის წევრის (წევრების) შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟის ახალი წევრი (წევრები) ინიშნება იმავე წესით, როგორითაც დაინიშნა არბიტრაჟის შესაცვლელი წევრი (წევრები). ამისათვის არბიტრის კანდიდატურა შესაბამისი მხარის მიერ დასანიშნად წარმოდგენილი უნდა იქნეს შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.
თავი 5. არბიტრის აცილება
- ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს კანონით ან ამ დებულებით დადგენილი საფუძვლები.
- აცილება შეიძლება გაცხადებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არბიტრი არ ფლობს იმ კვალიფიკაციას, რომელიც მხარეთა შეთანხმებით ან ამ დებულებით არის განსაზღვრული, ან /და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.
- მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შემდეგ.
- მხარეებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.
- მხარის მიერ არბიტრის აცილების შემთხვევაში განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული აცილების საფუძვლებით
- აცილების საკითხს არბიტრაჟი წყვეტს ადგილზე თათბირით ან განცალკევებით.
- თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, თვითაცილების საკითხს წყვეტს თვითონ ეს არბიტრი. აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს გადასცემს სხვა არბიტრს.
- თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს, მაშინ ამ არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტენ ამ არბიტრაჟის სხვა დარჩენილი არბიტრები.
- თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით. აცილების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს გადასცემს სხვა კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობას.
- ამ თავში აღნიშნული საფუძვლით შეიძლება აცილებულ იქნეს ექსპერტი და სპეციალისტი. ამ შემთხვევაში აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
თავი 6. შპს „არბიტრაჟის სახლის“ არბიტრთა რეესტრში გაწევრიანების წესი და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- არბიტრთა რეესტრში გასაწევრიანებლად არბიტრობის მსურველმა კანდიდატმა უნდა მიმართოს შპს „არბიტრაჟის სახლის“ დირექტორს განცხადებით და დაურთოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- შპს „არბიტრაჟის სახლი“ დირექტორი განიხილავს კანდიდატის შესაბამისობას არბიტრის პოზიციასთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აფორმებს მასთან ხელშეკრულებას.
- არბიტრთა რეესტრში შეიძლება გაწევრიანდეს პირი, რ ომელიც აკმაყოფილებს კვალიფიკაციის შემდეგ მინიმალური მოთხოვნებს:
- უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ხარისხი და ზევით;
- მოსამართლის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვადიანი სერტიფიკატი;
- მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მოსამართლედ, ან ადვოკატად ან არბიტრად მუშაობის.
- არბიტრი არ შეიძლება იყოს:
- შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოსამსახურე;
- მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელსაც მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა.
თავი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება (უწყება/გზავნილი) და მხარეებთან კომუნიკაცია
-
- დავის განხილვისას არბიტრაჟს მხარეებთან ურთიერთობისას შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება წერილობითი, ფოსტით ან ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, მათ შორის: ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, ფაქსი და სხვა.
- წერილობითი შეტყობინება (უწყება/გზავნილი) მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა:
- პირადად ან გადასაცემად;
- იურიდიულ მისამართზე;
- საცხოვრებელ ადგილას;
- უკანასკნელ ცნობილ სამუშაო ადგილას;
- ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით;
- საჯარო გამოქვეყნებით.
- ამასთან ტექნიკურისაშუალებითგაგზავნილისაარბიტრაჟო შეტყობინების (უწყება/გზავნილი)ჩაბარებადასტურდება:
- ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;
- ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
- ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას შეტყობინების გადაცემის დრო აღინიშნება ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.
- შპს „არბიტრაჟის სახლი“ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გაგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა ან გამოიყენოს შეტყობინების ყველა ფორმა.
- შპს „არბიტრაჟის სახლს“ შეუძლია ადრესატს ჩააბაროს შეტყობინება ხელზე, ხოლო იმ მხარის თანხმობით, რომელიც წარმოდგენილია ადვოკატით ან იურიდიული პირია, გადასცეს შეტყობინება
ადრესატისათვის (მო წინააღმდეგე მხარისათვის) ჩასაბარებლად. ასეთ შემთხვევაში მხარე, რომელსაც გადაეცა უწყება მოწინააღმდეგე მხარისთვის ჩასაბარებლად, ვალდებულია, არბიტრაჟს დაუბრუნოს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების წერილობითი დასტური ადრესატის ხელმოწერით.
- შეტყობინების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელმაც აიღო ვალდებულება შეტყობინების ადრესატისათვის გადაცემაზე, ვალდებულია წარმოადგინოს შეტყობინების მეორე პირი მიმღების ხელმოწერით.
- უწყება/გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მათთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
- მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს საარბიტრაჟო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ არბიტრაჟში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის საკმაო დრო დროულად გამოცხადებისათვის, ან საარბიტრაჟო სხდომამდე 5 დღით ადრე მაინც, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადების შესახებ უწყება უნდა შეიცავდეს:
- არბიტრაჟის სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;
- მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;
- საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს და მითითებას დავის საგნის შესახებ;
- არბიტრაჟში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;
- მითითებას გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შედეგის შესახებ;
- მითითებას, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია, უწყება ჩააბაროს ადრესატს.
- საარბიტრაჟო სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესაძლებლობის შემთხვევაში პლატფორმის მისამართს და მონაცემებს რომლის მეშვეობითაც მხარე შეძლებს სხდომაზე დასწრებას.
- ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი საარბიტრაჟო უწყება/გზავნილი მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად ან მასთან მცხოვრებ ქმედუნარიან პირს გადასაცემად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ისევე როგორც ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება/გზავნილი, უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში, ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყება/გზავნილს გადასცემს ადრესატს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით.
- თუ ადრესატმა ან მასთან მცხოვრებმა ოჯახის ქმედუნარიანმა პირმა, ასევე, თუ უწყება იგზავნება ადრესატის სამუშაო ადგილზე ან ეგზავნება ორგანიზაციას - დებულების 9პუნქტში მითითებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების/გზავნილის მიღებაზე, რის თაობაზეც უფლებამოსილი პირის (კურიერი, ფოსტის მუშაკი, მოწინააღმდეგე მხარე) მიერ უწყების მიღებაზე უარის შესახებ სათანადო აღნიშვნა განახორციელა ფოსტის უკუგზავნილზე/შეტყობინებაზე/ უწყებაზე/გზავნილზე, უწყება/გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.
- მხარეე ბი და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება/გზავნილი გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
- თუ პირველად გაგზავნისას უწყების/გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით კიდევ ერთხელ იმავე ან არბიტრაჟისათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის არბიტრაჟის უწყების/გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება ან შპს „არბიტრაჟის სახლის“ ვებგვერდზე განთავსებით ასევე შესაძლებელია იმ გაზეთის/ან მაუწყებლობის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში
- მხარე უფლებამოსილია, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე, თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
- საარბიტრაჟო უწყება/გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
თავი 8. საარბიტრაჟო ხარჯები
-
- საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
- საარბიტრაჟო ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები.
- არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარის მიერ გაწეული სხვა აუცილებელი ხარჯები.
- საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდევინება და განისაზღვრება დებულების დანართი N 1-ით. დავის საგნის ფასს უთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დროისათვის, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
- არბიტრაჟის დამატებით ხარჯებს შეადგენს:
- საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ ადგილას საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების ხარჯები;
- სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
- თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
- ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯები;
- იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო და არბიტრაჟის გარეშე ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ეკისრება მეორე მხარეს.
- ექსპერტების, სპეციალისტების, თარჯიმნების სამუშაო და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, აგრეთვე ადგილზე დათვალიერებით გამოწვეულ ხარჯებს, თავდაპირველად გაიღებს ის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის შესახებ.
- არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
- არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა.
- არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხარეს შეუმციროს საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა ან საერთოდ გაათავისუფლოს იგი ამ ხარჯების გადახდისაგან მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე).
- საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეებს მორიგებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ხარჯების განაწილების წესი, ასეთი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო მოსაკრებლის ის ნაწილი, რომელიც უკან არ ბრუნდება და ასევე არბიტრაჟის გარეშე ხარჯები მხარეთა შორის ნაწილდება თანაბრად.
თავი 9. საარბიტრაჟო სარჩელი, წარდგენა და რეგისტრაცია
- საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია სარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
- არბიტრაჟის დასახელება;
- საარბიტრაჟო მოსარჩელის, გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;
- წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;
- საარბიტრაჟო მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოპასუხე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;
- საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;
- გარემოებები, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
- მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
- დავის საგნის ფასი, თუ შესაძლებელია მისი წინასწარ შეფასება;
- მითითება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;
- მოსარჩელის მოსაზრება დავის საგნის ღირებულების 30 000 ლარს ზემოთ შემთხვევაში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.საარბიტრაჟო სარჩელის დართული საბუთების ნუსხა.
- ამ დებულებით განსაზღვრული ოდენობით, გადახდილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენიც საარბიტრაჟო მოპასუხეა.
- საარბიტრაჟო სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ არბიტრაჟმა მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე.
- საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ, თუ საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს
საერთო უფლება ან მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან. ასეთ შემთხვევაში თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელის ან საარბიტრაჟო მოპასუხე მეორე მხარის მიმართ განხილვაში გამოდის დამოუკიდებლად.
- საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია ერთ საარბიტრაჟო სარჩელში გააერთიანოს არბიტრაჟის განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე სარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ არა.
- არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელში გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.
- რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებისას, სარბიტრაჟო სარჩელის განმხილველ არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.
- იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ არის სრულყოფილი, ან არ არის დაცული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კანცელარიას შეუძლია განუსაზღვროს ვადა მოსარჩელეს სარჩელის სრულყოფისათვის, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანცელარიას შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციაზე. უარი სარჩელის რეგისტრაციაზე არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ დააყენოს იგივე მოთხოვნები.
- სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად კანცელარიას შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გადაცემის შემთხვევაში, არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოსარჩელეს ამ დოკუმენტების ორიგინალის (ან დამოწმებული ასლი) წარდგენა.
- თუ კანცელარია ჩათვლის, რომ დაცულია დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ახდენს საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციას, რის შემდეგაც გადასცემს სარჩელს „არბიტრაჟის სახლის“ თავმჯდომარეს საქმის საარბიტრაჟო განხილვისათის მოსამზადებლად. როგორც საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაცია ან რეგისტრაციაზე უარი, ასევე 9პუნქტით განსაზღვრული ვადის განსაზღვრა არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშო დღეს.
თავი 10. საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადება
-
- თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი შემოტანილია ამ თავით დადგენილი წესების დაცვით, იგი ამზადებს საქმეს მთავარსხდომაზე საარბიტრაჟო განხილვისათვის.
- საარბიტრაჟო წარმოების დაწყების მიზნით, არბიტრაჟის თავმჯდომარე:
- იხილავს და წყვეტს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სარჩელის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში წარმოებაში იღებს საარბიტრაჟო სარჩელს და განსაზღვრავს არბიტრს, ან ადგენს სამარბიტრიანი არბიტრაჟის მიერ დავის გადაწყვეტის აუცილებლობას და ნიშნავს კოლეგიის თავმჯდომარეს.
- წინადადებას აძლევს, დანიშნოს არბიტრი (არბიტრები) არბიტრაჟის არბიტრთა რეესტრიდან მოპასუხე მხარეს, ან ორივე მხარეს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია არბიტრების დანიშვნა მხარეთა მიერ.
- ავალებს კანცელარიას, გადაუგზავნოს საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები, ხოლო თუ არბიტრებს ნიშნავენ მხარეები, აგრეთვე არბიტრაჟის არბიტრთა სიას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ დანიშნული არბიტრის (არბიტრების) მითითებით.
- დაუნიშნავს საარბიტრაჟო მოპასუხეს მაქსიმუმ 7 დღის ვადას, წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარბიტრაჟო სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები საარბიტრაჟო სარჩელზე დართული მტკიცებულების შესახებ.
- არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია დანიშნოს საარბიტრაჟო განხილვის თარიღი არბიტრთან შეთანხმებით.
- სარბიტრაჟო მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს:
- ცნობს თუ არა საარბიტრაჟო მოპასუხე სარბიტრაჟო სარჩელს და რა ნაწილში;
- თუ საარბიტრაჟო სარჩელს არ ცნობს, ან ნაწილობრივ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ;
- მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს;
- რა საშუალებებით აპირებს საარბიტრაჟო მოპასუხე საარბიტრაჟო სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს საარბიტრაჟო სარჩელის დასაშვებობას;
- ვინ შეიძლება ჩაებას განხილვაში თანამონაწილეებად;
- რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული არბიტრაჟის სხდომაზე;
- ხომ არ აქვს აცილება არბიტრის ან მთლიანად არბიტრაჟის მიმართ, და თუ აქვს, რა საფუძვლით
- სხვა სახის შუამდგომლობები.
- მოპასუხისმოსაზრება30 000 ლარს ზემოთ დავის საგნის ღირებულების შემთხვევაში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.
- თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნის ცნობად, მაგრამ ასევე არ განიხილება საარბიტრაჟო განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად.
- საარბიტრაჟო შესაგებელი არბიტრაჟს შესაძლოა წარედგინოს როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულად. ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს საარბიტრაჟო მოპასუხეს ორიგინალის ან დამოწმებული ასლის წარმოდგენა.
- საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს მიღებიდან 7 დღის ვადაში ვადაში.
- საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს არბიტრაჟს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.
- ამ თავით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ საქმე მზადაა არბიტრაჟის მიერ განსახილველად.
- მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების მიზნით, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომა.
თავი 11. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარი
- შპს „არბიტრაჟის სახლი“ საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში არ მიიღებს სარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელი არ ექვემდებარება არბიტრაჟის მიერ განხილვას;
ბ) არსებობს არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე (სარჩელზე) უარის თქმის, საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის (სარჩელის) ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) ამ ან სხვა არბიტრაჟის წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) დაინტერესებული პირის სახელით საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
- არბიტრაჟის უარი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელს არ უშლის საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომ განმეორებით მიმართოს არბიტრაჟს იმავე საარბიტრაჟო სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
თავი 12. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
- საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს, მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად განსახილველად.
- შეგეგებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
- შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი აკმაყოფილებს წინამდებარე დებულებით საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
- შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
- შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
- შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელს და პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
- პირვანდელი და შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
თავი 13. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
-
- არბიტრი საქმეს იხილავს ერთპიროვნულად გარდა იმ შემთხვევისა, როცა არბიტრაჟის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დანიშნულია დავის კოლეგიალურად განხილვა ან ასეთი განხილვის ფორმა შეთანხმებულია მხარეთა შორის გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმებით.
- მხარეთა მიერ საარბიტრაჟო შეთანხმებით დავის კოლეგიალური წესით განხილვა დასაშვებია თუ დავის საგნის ოდენობა მეტია 1 მილიონ ლარზე, სხვა შემთხვევაში ასეთი შეთანხმება ბათილია.
- თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე, მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე განიხილოს დავები, სადაც დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 ლარს, ხოლო 30 000 ლარის ზევით ჩაატაროს საქმის ზეპირი განხილვა მთავარ სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
- არბიტრაჟის სხდომა შესაძლებელია გაიმართოს როგორც საარბიტრაჟო სასამართლოში მხარეთა გამოცხადებით, ასევე დისტანციურად ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
- დისტანციურად (ონლაინ) ჩატარებული სხდომის შემთხვევაში სხდომის ჩატარების ადგილად მიიჩნევა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული დავის განხილვის ადგილი.
- მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ, ხოლო ონლაინ პლატფორმით სხდომის ჩატარების შემთხვევაში დროულად უნდა ეცნობოთ ონლაინ პლატფორმის შესაბამისი მონაცემები.
- განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
- თუ ამ დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
- არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
- თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.
- არბიტრი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს კოლეგიური არბიტრაჟი - ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხსნის არბიტრაჟის სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.
- არბიტრი აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად.
- არბიტრი ან საქმის მდივანი აცხადებს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები დებულებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არბიტრაჟი ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.
- მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, შეიძლება დააკმაყოფილოს არბიტრაჟმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული საარბიტრაჟო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით, საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
- საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არბიტრაჟი საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს დროს ახალი საარბიტრაჟო სხდომისათვის და აცნობებს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახლად ჩაბმულ პირებს ახალი საარბიტრაჟო სხდომის დღეს აცნობებენ დებულებით დადგენილი წესით.
- საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. არბიტრაჟი აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. საქმის განხილვის გადადებამდე არბიტრაჟი უფლებამოსილია დაკითხოს გამოცხადებული მოწმეები. ახალ საარბიტრაჟო სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
- საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაავალებს მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითოს იმ მოწმის სახელი, გვარი და მისამართი , რომლის დაკითხვაც მას სურს.
- თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე დაასახელებს მოწმეებს საქმის განხილვის გადადების შემდეგ არბიტრაჟს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღოს ეს მტკიცებულებები და არ გამოუძახოს მოწმეებს.
- საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მოხსენებით არბიტრაჟის მიერ, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს.
- არბიტრაჟის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა. პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას.
- მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა გაცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრაჟს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ახალი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.
- მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი დაკითხავს მოწმეებს. ჯერ დაიკითხებიან საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები, ხოლო შემდეგ – საარბიტრაჟო მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები.
- არბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია არბიტრს ერთპიროვნულად, ანდა არბიტრაჟს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი განიხილავს. იგივე წესი მოქმედებს მოწმეთა დაკითხვის დროს.
- არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური არბიტრაჟის თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და არბიტრაჟში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას, მხარეთა მოსაზრებებისა და მოთხოვნების დაზუსტებას.
- არბიტრაჟი იღებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს, არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლე ბა სწრაფად – ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.
- მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას.
- თუ მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას ახსნა-განმარტების მისაცემად, არბიტრაჟს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე.
- საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ არბიტრაჟი ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.
- პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
- მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით საარბიტრაჟო მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.
- მხარეთა პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრი სათათბიროდ გასვლის შემდგომ ან ადგილზე აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. არბიტრი უფლებამოსილია გადაწყვეტილების გამოცხადებისათვის დანიშნოს სხვა დღე. გადაწყვეტილების გამოცხადებით მთავარი საარბიტრაჟო სხდომა მთავრდება.
თავი 14. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არაუმეტეს 180 დღით.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სავალდებულო რეკვიზიტებია:
- დავის არსის მოკლე აღწერა – ფაქტობრივი გარემოებები;
- მტიცებულებები, რომლებიც შეაფასა არბიტრაჟმა;
- სამოტივაციო ნაწილი იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება;
- სარეზოლუციო ნაწილი.
- საარბი ტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
- რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
- რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.
თავი 15. მხარეთა მორიგება
-
- თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრი შეწყვეტს განხილვას და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.
- არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში.
- მორიგების შესახებ საარბიტრაჟო დადგენილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო დადგენილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
- მხარეთა შორის მორიგება შეიძლება შედგეს არბიტრის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მისი ცნობა-აღსრულების პროცედურის დაწყებამდეც, რა დროსაც მხარეებს შეუძლიათ მიმართონ არბიტრაჟს გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით მხარეთა მორიგების გამო, და მოითხოვონ გადაწყვეტილების გაუქმება და მათ შორის მიღწეული მორიგების დამტკიცება დადგენილებით
თავი 16. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
-
- საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.
- არბიტრაჟი უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
- თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
- თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
- თუ არბიტრი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
- თუ საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღების შემდეგ გამოვლინდება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის რომელიმე კანონით ან ამ დებულებით გათვალისწინებული საფუძველი ან საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების, ლიკვიდაციის შემდეგ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
- არბიტრი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
- თუ მოსარ ჩელემ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, გაიხმო სარჩელი დავის საგანზე უარის თქმის გარეშე;
- მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
- საქმის განხილვის შეჩერების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში.
თავი 17. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს არბიტრაჟს და:
-
-
- მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა/უსწორობა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები; მომართვის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში არბიტრაჟი მსჯელობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხზე და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება. ასეთი დადგენილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
- მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ან რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით. მომართვის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში არბიტრაჟი მსჯელობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება. ასეთი დადგენილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
- მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც გაცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 (სამოცი) დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
- არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 60 (სამოცი) დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა/უსწორობა ან გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
- არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არაუმეტეს 30 დღით (ოცდაათი) გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ თავის შესაბამისად. გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის, ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
-
თავი 18. საქმის განხილვის შეჩერება და გადადება.
-
- მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:
- მხარის უფლებამონაცვლის დადგენამდე ერთ წლამდე ვადით;
- ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში ექსპერტის პასუხის მიღებამდე 7 თვემდე ვადით;
- სხვა ობიექტური მიზეზით მხარეთა შუამდგომლობის ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე არაუმეტეს 7 თვის ვადით.
- საქმის განხილვა განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია განხილვის შეჩერება და გაგრ ძელდება საერთო წესით.
- მხარეთა განცხადების საფუძველზე საქმის განხილვის შეჩერების შემთხვევაში მხარე ვალდებულია მიმართოს არბიტრაჟს განახლების მოთხოვნით, ასევე წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელი განუხილველი დარჩება.
- თუ საქმის განხილვას ვერ ესწრება რომელიმე მხარე ისეთი მიზეზით, რასაც არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს, არბიტრაჟს შეუძლია გადადოს საქმის განხილვა.
თავი 19. საარბიტრაჟო ოქმი
-
- არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი. ოქმს ადგენს საქმის მდივანი.
- ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს.
- მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
- ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 03 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.
- ოქმს ხელს აწერენ არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი.
- არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს ხმის ჩამწერი, ვიდეოგადამღები ან კომპიუტერი, დისტანციურად ჩატარებული პროცესის შემთხვევაში შესაბამისი ონლაინ პლატფორმით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ ელექტრონული, ციფრული ჩანაწერები ინახება საქმეში, ხოლო ჩანაწერის განხორციელების შესახებ დგება ოქმი.
თავი 20. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
-
- მხარეს შეუძლია ისარგებლოს როგორც სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაყენებით პირდაპირ სასამართლოს წინაშე, ასევე დააყენოს შუამდგომლობა არბიტრაჟში.
- საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია განცხადებით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
- განცხადებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
- განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ღონისძიების გატარებას (მაგ. ყადაღის დადებას), უნდა დაერთოს ცნობა შესაბამისი უწყები დან ამ აქტივის კუთვნილების შესახებ: უძრავი ქონების შემთხვევაში საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერი, მოთხოვნის უფლების ყადაღის შემთხვევაში დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის უფლებას და სხვა.
- განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ასევე უნდა დაერთოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი
- თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ დებულებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში არბიტრაჟი დადგენილებით განცხადებას განუხილველად დატოვებს.
- საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არბიტრაჟს დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოსარჩელე ვალდებულია წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
- განცხადებას სარჩელის, უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟი განიხილავს განცხადების შეტანიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად, და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას.
- დადგენილებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია არბიტრაჟმა, უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.
- სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
- მხარეთა თხოვნით, საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
- როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის განცხადება არბიტრაჟის მიერ განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
- საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს არბიტრაჟი მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
- ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
- სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
- მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა ან დავალება;
- არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალოს მხარეს:
- საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
- ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
- ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრ აჟო გადაწყვეტილება;
- იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.
- თუ არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და განუსაზღვროს ვადა აღნიშნულის განსახორციელებლად. უზრუნველყოფის გარანტია არბიტრაჟმა შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
- თუ პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არ განახორციელებს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში, არბიტრაჟი გამოიტანს დადგენილებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
- თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, ან/და არბიტრაჟმა სარჩელის აღძვრის ვადის გადაცილების მიზეზით გააუქმა სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
- სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი დადგენილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში არბიტრაჟი აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
- არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
- მხარეები ვალდებულნი არიან არბიტრაჟს დაუყოვნებლივ აცნობონ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
- არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, კანონით დადგენილი წესით.
თავი 21. მხარეთა უფლებები
-
- მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ სარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებულ მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის
განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები. ისარგებლონ ამ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
- სარბიტრაჟო მოსარჩ ელეს უფლება აქვს, საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაზარდოს მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც არბიტრაჟი ვალდებულია აცნობოს სარბიტრაჟო მოპასუხეს.
- საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის მოთხოვნის ოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება, მაგრამ არაუმეტეს 07 დღით. მოთხოვნის ოდენობის შეცვლად არ ჩაითვლება მოთხოვნის დაზუსტება, დაკონკრეტება და გაღებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.
- დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც საარბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.
- მხარეები საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნენ წარმომადგენლის ან ადვოკატის მეშვეობით. წარმომადგენელმა ან ადვოკატმა უნდა წარუდგინოს არბიტრაჟს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა განხილვაში.
- წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მათ შორის:
- მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
- სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ გაცეული მინდობილობა, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება.
- შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი
- მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
- ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
- მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, გაიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
თავი 22. უფლებამონაცვლეობა
-
- სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) არბიტრაჟი დაუშვებს ამ მხარის შეცვლ ას მისი უფლებამონაცვლით.
- უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში არბიტრაჟი შეაჩერებს საქმის წარმოებას საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
- უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო განხილვაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
- სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი 23. მტკიცებულებები
-
- არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
- თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
- თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:
- საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;
- გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;
- საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთიერი მტკიცებულება.
- არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
- თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:
- დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;
- მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.
- ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით, მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მი საღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.
- ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლებით. აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი მხარის, თავად ექსპერტის მომართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
თავი 24. არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა
-
- არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ არის დადასტურებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და გაცემული არ არის შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი და/ან მიმდინარეობს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესი.
- არბიტრაჟის გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის განხილვის განახლება დასაშვებია მხარეთა მომართვის საფუძველზე ან არბიტრაჟის ინიციატივით შემდეგ შემთხვევებში:
- მხარეებს შორის შედგა მორიგება არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მხარეებს სურთ ამ მორიგების საარბიტრაჟო დადგენილებით დადასტურება;
- თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების განმხილველი სასამართლო აჩერებს საჩივრის განხილვას არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, რის შესახებაც ეცნობება საერთო სასამართლოს და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს.
- თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღიარება იმ მიზეზით, რომ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო დებულებით ან/და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განხილვის წესები.
თავი 25. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
-
- არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
- დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს ნებისმიერ დროს. ამასთან, ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომლის საარბიტრაჟო განხილვაც დაიწყო ცვლილებების/დამატებების ამოქმედებამდე.
- ეს დებულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
დანართი N1 - საარბიტრაჟო მოსაკრებლის განსაზღვრის წესი
საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
- საარბიტრაჟო სარჩელზე, შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე, დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე, დავის საგნის ღირებულების 2% დღგ-ის გარეშე, არანაკლებ 250 ლარი დღგ-ის გარ ეშე, ხოლო არაუმეტეს 20 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით; ხოლო კოლეგიალური არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას 20 000 ლარი დღგ-ს გარეშე.
- განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ – 50 ლარი დღგ-ის გარეშე.
- განცხადებაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ 250 ლარი დღგ-ის გარეშე.
- თუ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გარეშე მხარეები მიმართავენ არბიტრაჟს მორიგების დამტკიცების შუამდგომლობით, მათ ასევე უნდა გადაიხადონ საარბიტრაჟო მოსაკრებლი, კერძოდ მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 1%–ის დღგ-ს გარეშე, არანაკლებ 250 ლარისა დღგ-ს გარეშე.
- მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე ურის თქმის ან უკან გახმობის შემთხვევაში, მინიმალურ ოდენობაზე ზევით გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა მცირდება 70%-ით. ხოლო კოლეგიალური არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას 50%-ით.
- მთავარ საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმის, უკან გახმობის ან საქმის წარმოების განმავლობაში მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მინიმალურ ოდენობაზე ზევით გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა მცირდება 50%-ით. ხოლო კოლეგიალური არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას 30%-ით.
- თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას ზეპირი მოსმენით, მხარე, რომელიც შუამდგომლობს ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი დავის ზეპირი მოსმენისათვის გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის შესავსებად 708 ლარის ოდენობამდე დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული დამატებითი ხარჯი არ დაეკისრება საარბიტრაჟო განხილვის მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.
- თუ მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას ზეპირი მოსმენით, მაგრამ არბიტრი მიზანშეწონილად ჩათვლის დავაზე ზეპირის მოსმენის დანიშვნას, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ გაიზრდება.
- თუ საარბიტრაჟო წარმოებისას დადგინდება, რომ არბიტრაჟს აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, საარბიტრაჟო სახლი გადახდილი ავანსიდან იტოვებს საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალურ ოდენობას და დარჩენილ თანხას უბრუნებს მხარეს, რომელმაც განახორციელა ამ მუხლით გათვალისწინებული ავანსის გადახდა.
- წინამდებარე დანართში მითითებულ საარბიტრაჟო მოსაკრებელს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).
დანართი N2 - არბიტრის ჰონორარის განსაზღვრის წესი
- არბიტრის, ასევე კოლეგიალური შემდეგენლობის განსაზღვრისას კოლეგიის თავმჯდომარე არბიტრის ჰონორარი განისაზღვრება საარბიტრაჟო მოსაკრებლის (დღგ-ს გარეშე) 10%–ის ოდენობით მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ხოლო ზეპირი მოსმენით განსახილველ საქმეზე არანაკლებ 200 ლარისა (მოიცავს გადასახადებს მათ შორის სავალდებულო საპენსიო შენატანას).
- იმ შემთხვევაში თუ საქმეს განიხილავს კოლეგიალუ რი შემადგენლობა სამი არბიტრით, თანაარბიტრის ჰონორარი შეადგენს კოლეგიის თავმჯდომარის გათვალისწინებული ჰონორარის 50%–ს, რომელიც არ შეიძლება იყოს 200 ლარზე ნაკლები.
- საარბიტრაჟო სახლის დირექტორს შეუძლია ზემოთ მითითებული არბიტრის ჰონორარი გაზარდოს საარბიტრაჟო ხარჯის (დღგ-ს გარეშე) 10%-დან 20%-მდე ოდენობით კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
- იმ შემთხვევაში თუ მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე ურის თქმის ან უკან გახმობის გამო საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება არბიტრებს არ წარმოეშობათ ჰონორარის მიღების უფლება.
- იმ შემთხვევაში თუ მთავარ საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმის, უკან გახმობის ან საქმის წარმოების განმავლობაში მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება წყდება არბიტრის ჰონორარი მცირდება 50%-ით.
წინამდებარე ცხრილით განსაზღვრული არბიტრის ჰონორარი მოიცავს გადასახადებს მათ შორის სავალ