არბიტრები

 

ჩვენი გამოცდილი არბიტრები

 

advocate

არბიტრაჟის თავმჯდომარე

ნუნუ კვანტალიანი

- სამართლის დოქტორი; 1988-1998 წწ. - თბილისის დიდუბის რაიონის ადვოკატურის ადვვოკატი; 1999-2002 წწ. - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2002-2012 წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2012-2013 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ნაშრომები/პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, სტატია, არის არაერთი იურიდიული ლიტერატურის წიგნის თანაავტორი. -

advocate

არბიტრი

დავით ბოსტოღანაშვილი

- იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (სამართლის დოქტორი); 2009-2017 წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი; 1996-2017 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კათედრა - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან დღემდე - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ნაშრომები/პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, არის არაერთი იურიდიული ლიტერატურის წიგნის თანაავტორი -

advocate

არბიტრი

ზვიად როგავა

- სამართლის დოქტორი. 1991-2002 წწ. - მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საგადასახადო სისტემაში, შემოსავლების სამსახურში; 2002-2003 წწ. - ექსპერტი საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტში; 1995-2014 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის კათედრის გამგე, სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი; 2003-2004 წწ. - ევროკავშირის პროექტი "საქართველოს ახალი საგადასახადო ადმინისტრაციული კოდექსის შექმნა" - ადგილობრივი ექსპერტი; 2004-2005 წწ. - ს.ს.ი.პ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, უფროსის პირველი მოადგილე; 2012-2015 წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; ამჟამად - ასოცირებული პროფესორი, მოწვეული ლექტორი - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, GIPA, კავკასიის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ნაშრომები/პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; არის რამდენიმე წიგნის ავტორი. -

advocate

არბიტრი

შალვა დემეტრაძე

- სამართალმცოდნე, არბიტრი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი. 1995-1999 წწ. - ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო "თბილისის-საინფორმაციო სააგენტო" - იურისტი; 1999-2000 წწ. - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო - კონსულტანტი; 2000-2002 წწ. - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო - მოსამართლის თანაშემწე; 2005-2008 წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე (ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია/სამოქალაქო საქმეტა კოლეგია); 2008-2009 წწ. - შპს "დი ენდ ჯი კონსალტინგი" - დირექტორი; 2009-2017 წწ. - სს "საქართველოს ბანკი" - საპროცესო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2017 წ-დან - დღემდე - შპს "ბე კა ეს გრუპ"- მმართველი პარტნიორი. -

advocate

არბიტრი

დავით ღიბრაძე

- სამართალმცოდნე, ადვოკატი. 1992-1999 წწ. - გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი - შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თერჯოლის ქვეგანყოფილება. ამავე პერიოდში - ასისტენტი კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე, ქ.ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1999-2001 წწ. - თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2001-2005 წწ. - თერჯოლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2004-2005 წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005 წ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2005-2011 წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2010-2011 წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელი; 2011-2012 წწ - მოსამართლე გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (მივლინება); 2012-2013 წწ - მოსამართლე რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მივლინება); 2013-2015 წწ - მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2011 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2018 წლიდან - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით -

advocate

არბიტრი

ბესიკ სისვაძე

- სამართალმცოდნე, ადვოკატი; 1999-2000 წწ. - გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2002 წწ. - საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის თანაშემწე; 2002-2004 წწ. - ადვოკატი, შპს "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისთვის"; 2004-2005 წწ. - ადვოკატი, შპს "პარტნიორი"; 2005-2006 წწ. - შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი "ლეგისტი"-ს არბიტრაჟის თავმჯდომარე და დირექტორი; 2006-2016 წწ - მოსამართლე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2017 წ. - ააიპ "ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარე; 2013 წლიდან - შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სამოქალაქო საპროცესო სამართალში; 2014 წლიდან - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინასაგამოცდო მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ადვოკატობის მსურველთა ტრენერი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში; 2016 წლიდან - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა ტრენერი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და სამეწარმეო სამართალში; 2017 წლიდან - შპს საადვოკატო კომპანია სისვაძე, სულაკაძე და ნეფარიძის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ადვოკატი -

advocate

არბიტრი

თეა ხამხაძე

- 1999-2000 - მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მიწის მართვის სამმართველო, იურისტი; 2001-2005 წწ. - თბილისის საოლქო სასამართლო, სხდომის მდივანი; 2005-2006 წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე; 2006 წ. - საქართველოს უზენაესი სასამართლო, კონსულტანტი; 2007-2013 წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლო (სამსახურებრივი მივლინება); 2006-2016 წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წ-დან - დღემდე - შპს "სამართლებრივი და ფინანსური კონსალტინგი - მეტრიკა" - ადვოკატი -

advocate

არბიტრი

ბესიკი კობერიძე

- სამართალმცოდნე, არბიტრი. 1995-1999 წწ. - ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, უცხოური ინვესტიციების სააგენტოს უფროსი; 1999-2000წწ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2000-2005წწ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2006-2008წწ. იურიდიული ფირმა „კობერიძე, ჯოგლიძე, ქაჯაიას“ პარტნიორი, დირექტორი; 2009-2015წწ. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2016წ.-დან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -

advocate

არბიტრი

გურამ გვენცაძე

- სამართალმცოდნე, ადვოკატი ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1993 – 1995 წყალტუბოს საქალაქო პროკურატურაში პროკურორის მოადგილე; 1996 – 1998 წწ იმერეთის საოლქო პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი თანაშემწე, განყოფილების უფროსი; 1999 – 2001წწ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2001 –2004 წწ. იმერეთის საოლქო პროკურორის მოადგილე; 2004 –2007წწ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013 წლიდან ააიპ საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემია, თანადამფუძნებელი და ვიცე - პრეზიდენტი; 2004 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. -

advocate

არბიტრი

დურმიშხან ჟორჟოლიანი

- სამართალმცოდნე, ადვოკატი. 1986-1991წწ - იურისკონსულტანტი, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა; 1991-1993 წწ - ნოტარიუსი, ქუთაისის მეოთხე სანოტარო ბიურო; 1993-1997 წწ - მოსამართლე ქუთაისის რეგიონალური სამხედრო სასამართლო; 1999-2006 წწ - მოსამართლე ქუთაისის საქალაქო სასამართლო; 2006-2016 წწ - მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო; 2017 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. -

advocate

არბიტრი

ია შვანგირაძე

- სამართალმცოდნე, ადვოკატი. 1986-1990 წწ - იურისტი კომუნალურ გაერთიანებაში, ქუთაისის საბინაო ტრესტში, თავდაცვის სამინისტროს საბინაო სამეურნეო ტრესტში; 1990-1994 წწ - კომერციული ბანკის „იმერეთბანკი“ უფროსი სპეციალისტი; 1994-1999 წწ - ქუთაისი ადვოკატურის ადვოკატი; 1999-2005 წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული საბჭოს წევრი; 1999–2009 წწ - მოსამართლე და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის თავჯდომარე, ქუთაისის საოლქო სასამართლო; 1993-2012 წწ. უფროსი მასწავლებელი, ასოცირებული პროფესორი, ქუთაისი საერო ინსტიტუტი „გელათი“ (ჰუმანიტარულ-ეკონომტუტი); 2009 წლიდან იურისტი შპს ფარი; 2009 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. გავლილი ტრეინინგები სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საკორპორაციო, საკონსტიტუციო სამარალში, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში როგორც საქართველოში, ამერიკელი ექსპეტრების ხელმძღვანელობით ასევე საზღვარგარეთ გერმანიაში ბერმენის მიწის სასამართლოში. -