ჩვენს შესახებ
კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს ინსტიტუტი ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, მათ შორის არსებული ქონებრივი დავები გადაწყდეს სწრაფად, მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების უშუალო მონაწილეობით და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. ამავე დროს, საქმის განხილვისას დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა ძირითადი პრინციპი: მხარეთა თანაბარუფლებიანობა, შეჯიბრებითობა, კანონისა და სასამართლოს წინაშე პირთა თანასწორობა და სხვა.
ჩვენი არბიტრაჟისათვის დამახასიათებელია:
- დამოუკიდებლობა;
- პროფესიონალიზმი;
- ობიექტურობა;
- მომსახურების გაწევის მაღალი სტანდარტები;
- მცდელობა – მხარეთა შერიგებით დასრულდეს პროცესი;
- შეჯიბებითობა დავის განხილვის დროს;